ცნობილი ფოტოჟურნალისტი, მაქსიმ ლევინი, რომელიც ომში hromadske-სთვის მუშაობდა, მკვდარი იპოვეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მისი ყოფილი გამომცემლობა „ლევი ბერეგ“ ავრცელებს.
პოლიციამ ლევინის ცხედარი პირველ აპრილს კიევის რაიონში იპოვა. ლევინი 40 წლის იყო. hromadske-ში მუშაობა 2020 წელს დაიწყო. მას ცხელ წერტილებში აგზავნიდნენ. 2015 წელს პეტრო პოროშენკოს ბრძანებულებით დაჯილდოვდა ღირსების III ხარისხის ორდენით. იყო დაქორწინებული და ოთხი ვაჟი ჰყავდა.
ლევინთან კავშირი13 მარტს შეწყდა. ის საკუთარი მანქანით წავიდა გადასაღებად. მეგობრის თქმით, მან მანქანა კიევის ვიშგოროვსკის რაიონში, სოფელ გუტა მეჟიგორსკაიასთან დატოვა და სოფელ მოშჩუნის მიმართულებით წავიდა. ჟურნალისტის ტელეფონიდან შეტყობინება 11:23 საათზე შევიდა, რის შემდეგაც იგი კავშირზე აღარ გამოსულა და არც სოციალურ ქსელში გამოჩენილა.
ქვემოთ მოცემულია მაქს ლევინის რამდენიმე ნამუშევარი, რომელთა უმეტესობა კონკრეტულად ომს ეხება.