ოკუპანტებმა უკრაინაში, ომის დაწყებიდან დღემდე, 158 ბავშვი მოკლეს
35
უკრაინაში რუსული აგრესიის შედეგად 158 ბავშვი დაიღუპა, კიდე 258 დაჭრილია.
უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ეს მონაცემები არ არის საბოლოო და მათი დადასტურება ჯერჯერობით შეუძლებელია, ვინაიდან მარიუპოლიდან ინფორმაციის მიღება შეზღუდულია.
ბავშვების უმრავლესობა დაშავდა კიევის რაიონებში, დონეცკში, ხარკოვსა და ჩერნიჰივში.