CNN – გერმანიამ უკრაინისთვის საბრძოლო ტანკების მიწოდებაზე თანხმობა განაცხადა

გერმანია თანახმაა, რომ უკრაინას 56 ერთეული საბრძოლო ტანკი გადაეცეს.

ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

უცხოური მედიის ცნობით, საუბარია ე.წ. ცივი ომის პერიოდში აღმოსავლეთ გერმანიაში დამზადებულ Pbv 501 ტიპის ტანკებზე, რომლებიც ჯერ შვედეთს, შემდეგ კი ჩეხეთს მიჰყიდეს, ახლა კი მათ უკრაინას გადასცემენ.

გერმანიის საომარი იარაღის კონტროლის კანონის თანახმად, გერმანიაში წარმოებული ნებისმიერი სახის იარაღის ექსპორტი უშიშროების ფედერალურმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები