ლიეტუვას საგარეო უწყება: ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიერ რუსეთთან შეერთების საკითხზე იქნება არალეგალური

ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიერ რუსეთთან შეერთების საკითხზე იქნება არალეგალური და იურიდიული ძალის არმქონე, – ამის შესახებ განცხადებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.

საგარეო უწყება საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, აქტიურად დაუჭირონ მხარი საქართველოს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას.

”ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ნებისმიერი რეფერენდუმის ჩატარება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიერ რუსეთთან შეერთების საკითხზე იქნება არალეგალური და იურიდიული ძალის არმქონე. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, აქტიურად დაუჭირონ მხარი საქართველოს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისათვის, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკა რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხს რეფერენდუმზე გადაწყვეტს.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები