მდინარაძე: მშვიდობიანი პოლიტიკის ფარგლებში, ჩვენ უნდა შევძლოთ, მიზანმიმართულად გავაგრძელოთ სვლა დეოკუპაციისკენ

ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ, მშვიდობიანი პოლიტიკის ფარგლებში, ასე მიზანმიმართულად გავაგრძელოთ სვლა დეოკუპაციისკენ, განვითარებითა და მშვიდობით. ესაა ერთადერთი წყარო და საფუძველი, რითაც ჩვენ ჩვენი ძმები და დები და ტერიტორიები უნდა დავიბრუნოთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც თვითგამოცხადებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან მიერთების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ოკუპირებული ცხინვალი საქართველოს ტერიტორიაა, რომელიც ადრე თუ გვიან მშვიდობითა და განვითარებით დაბრუნდება.

„ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ, მშვიდობიანი პოლიტიკის ფარგლებში, ასე მიზანმიმართულად გავაგრძელოთ სვლა დეოკუპაციისკენ, განვითარებითა და მშვიდობით. ესაა ერთადერთი წყარო და საფუძველი, რითაც ჩვენ ჩვენი ძმები და დები და ტერიტორიები უნდა დავიბრუნოთ. ცხინვალი საქართველოს ტერიტორიაა და ვიღაცების სურვილის მიუხედავად, ადრე თუ გვიან, მშვიდობითა და განვითარებით დაბრუნდება.
საქართველო განვითარდება და აწარმოებს გრძელვადიან სამშვიდობო პოლიტიკას და, საბოლოოდ, ეს იქნება დეოკუპაციის წყარო და საფუძველი. ჩვენ ამაში ღრმად ვართ დარწმუნებულები. ამდენად, მიზანმიმართულად ვდგამთ იმ ნაბიჯებს, რასაც მეორე მხრიდან ჰიბრიდული ომი უპირისპირდება. დღეს საქართველოში ჰიბრიდული, ცივი ომი მიმდინარეობს. თუ უკრაინაში რუსეთის მიერ ღია აგრესია და ომი მიმდინარეობს და სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები იხოცება, საქართველოში ამის პარალელურად ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები