შვეიცარიაში ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონი“ სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა

შვეიცარიაში, ფრიბურის საერთაშორისო კინოფესტივალზე ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი” დაჯილდოვდა. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
ფილმს გადაეცა ჟიურის სპეციალური პრიზი.
„მეოთხე ბრაიტონი” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია. იგი საქართველოს, რუსეთის, ბულგარეთის, მონაკოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივი ნამუშევარია..
ვულოცავთ ამ წარმატებას ლევან კოღუაშვილს და ფილმის შემოქმედებით ჯგუფს“, – აღნიშნულია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები