როდის შეძლებენ უკრაინელები საკუთარ სახლებში დაბრუნებას – ქვეყნის ვიცეპრემიერის განმარტება

უკრაინის ვიცეპრემიერის, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მინისტრის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, რუსი ოკუპანტებისაგან გათავისუფლებულ ქალაქებში დაბრუნება კვლავ სახიფათოა.

ამის შესახებ მან RBC-Ukraine-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„ახლა დაბრუნება სახიფათოა და ამას სამხედროებიც ადასტურებენ. ჩვენ გვესმის, როგორ არის ეს ტერიტორიები დანაღმული. თუ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია, რომ ირპინი გაათავისუფლეს, ეს არ ნიშნავს, რომ ხალხი უნდა დაბრუნდეს. ოკუპანტმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ტკივილი დატოვოს ჩვენი მიწიდან გაძევების შემდეგაც”, – თქვა მან.

ვერეშჩუკმა ურჩია მოქალაქეებს, თვალყური ადევნონ ოფიციალურ ინფორმაციას და დაელოდონ ხელისუფლებისგან ნებართვას, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი სახლებში დაბრუნება.

„დაელოდეთ კიდევ ცოტა ხანი და ყურადღებით მიადევნეთ თვალი ოფიციალურ ინფორმაციას, ყველაფერს გეტყვით. გვაქვს სპეციალური გეგმა, რა უნდა გავაკეთოთ დროებითი ოკუპაციის დროს და დეოკუპაციის შემდეგ. ხელისუფლების ყველა ორგანო, მათ შორის, ადგილებზე, შესაბამისი ინსტრუქციებით ხელმძღვანელობს”, – თქვა უკრაინის ვიცეპრემიერმა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები