ნებისმიერ დონეზე, ნებისმიერ პლატფორმაზე ჩვენმა სახელმწიფომ გამოიჩინა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ – მიხეილ ყაველაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველომ ნებისმიერ დონეზე გამოიჩინა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.
როგორც მან გადაცემაში „იმედი LIVE“ აღნიშნა, რატომ ვერ დაინახა უკრაინამ საქართველოს მხარდაჭერა, ეს მათ უნდა ვკითხოთ.
„დღეს უკრაინის სახელმწიფო ომშია და საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. ნებისმიერ დონეზე, ნებისმიერ პლატფორმაზე ჩვენმა სახელმწიფომ გამოიჩინა მხარდაჭერა ამ ქვეყნის მიმართ.
რატომ ვერ დაინახა უკრაინამ ეს, მათ უნდა ვკითხოთ. აქ გვაქვს კითხვები. არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენგან ძებნილები არიან და იქ უმაღლეს თანამდებობებს იკავებენ. ომის დასრულების შემდეგ შეგვეძლება, რომ დავსვათ ეს კითხვები. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ამომრჩევლების უმრავლესობა ამას ძალიან კარგად ხვდება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის საბოლოოდ გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.