ერდოღანი: თურქეთი მზადაა, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი ქვეყანა

ანკარა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის თარიღის შეთანხმების მოლოდინშია, – ამის შესახებ თურქეთს პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდონმა უზბეკეთში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ შესაძლებელი იქნება პუტინ-ზელენკის შეხვედრის თარიღის შეთანხმება.

”შემართებით ვარ განწყობილი ვლადიმირ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის საუბრის საკითხთან დაკავშირებით, ჩვენი ამოცანა რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრის უსწრაფესი ორგანიზებაა, ამის შესახებ მკაფიოდ განვუცხადებ ორივე ლიდერს“, – აღნიშნა ერდონმა.

უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების თემაზე საუბრისას, ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი მზადაა, გახდეს უკრაინისთვის ერთ-ერთი გარანტორი ქვეყანა.

”ჩვენ მზად ვართ, უზრუნველვყოთ საჭირო პლატფორმა. პუტინისა და ზელენსკის თურქეთისადმი არსებული ნდობა საფუძველს გვაძლევს, ვიმედოვნოთ შუამავლობის დადებითი გამოსავალი“, – დასძინა თურქეთის პრეზიდენტმა.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები