ამერიკა უკრაინის არმიის მიერ მძიმე არტილერიის გამოყენებას ამართლებს
ამერიკა აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე მძიმე საარტილერიო დანადგარების გამოყენების ფაქტს ამართლებს. ამის შესახებ დაუფარავად განაცხადეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში მიმდინარე ბრიფინგზე. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის თანაშემწემ მარი ჰარფმა ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთი კომენტარი გააკეთა: ,,ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ ვეტყვით უკრაინელებს, რომ კონფლიქტის ზონაში არ გამოიყენონ სტანდარტული იარაღი, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, როგორი ცეცხლის ქვეშ უწევთ მათ მოქმედება”,- განაცხადა ჰარფმა.