ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში ოპერაციის გასაგრძელებლად 16 ათასი რეზერვისტი იხმო

ისრაელის თანდაცვის სამინისტრომ ღაზას სექტორში ანტიტერორისტული ოპერაციების ჩასატარებლად მთავრობის გადაწყვეტილებით 16 ათასი რეზერვისტი იხმო. ამის შესახებ სამხედრო შტაბის პრესცენტრი იუწყება. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისრაელის არმია ახალი სამხედრო ძალების მიღების შემდეგ სამხედრო ქვეგანაყოფების როტაციას იწყებს და ახალი დისლოკაციის ადგილებს ირჩევს. ამჟამად სამხედრო რეჟიმზე გადაყვანილია 86 ათასი ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ პირველი სახმელეთო სამხედრო ოპერაციის დროს ისრაელმა 70 ათასი სამხედრო გამოიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები