პესკოვი: ბიბილოვის განცხადებასთან დაკავშირებით კრემლს არანაირი ზომები არ მიუღია, მათ შორის, არც იურიდიული

ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ე.წ.რეფერენდუმთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე კრემლში არანირი ზომები არ მიიღება, მათ შორის, არც იურიდიული.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ვერანაირ პოზიციას ვერ დავაფიქსირებ, ამ კუთხით არანაირი სამართლებრივი და სხვა ქმედება არ განხორციელებულა. მაგრამ, ამავდროულად, ამ შემთხვევაში, საუბარია სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ნების გამოხატვაზე და მას პატივისცემით ვეპყრობით”, – თქვა პესკოვმა.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები