სააკაშვილი: ბიბილოვმა ერთი გამოსვლით საქართველოს ხელისუფლებას მრავალწლიანი პროპაგანდა წყალში ჩაუყარა
ბიბილოვმა ერთი გამოსვლით [საქართველოს ხელისუფლებას] მრავალწლიანი პროპაგანდა წყალში ჩაუყარა, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტი “ფეისბუქზე” წერს, ხდება ის, რაზეც ბოლო ერთი წელი ყველას აფრთხილებდა.
სააკაშვილის თქმით, მოკავშირეების გარეშე დავრჩით „გამარგინალებული დიდი საფრთხის წინაშე“.
“ხდება ზუსტად ის, რაზეც ბოლო 1 წლის განმავლობაში ყველას ვაფრთხილებდი. მთელი ეს ბორდერიზაცია, რასაც საქართველოს ხელისუფლება არ იმჩნევდა, ცხინვალის ანექსიის საკითხის მომზადებას ემსახურებოდა. ამათ ეგონათ, რომ თუ ჩაწვებოდნენ, რუსეთი ამას არ გააკეთებდა. ბიბილოვმა ერთი გამოსვლით მრავალწლიანი პროპაგანდა წყალში ჩაუყარა.
შესაბამისად, დავრჩით პრაქტიკულად მოკავშირეების გარეშე, გამარგინალებული ამ დიდი საფრთხის წინაშე. იქნებ, ახლა მაინც მოეგონ გონს და გადადგან ნაბიჯები ერთიანობისა და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მუშაობისკენ”, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ „რუსეთის ფედერაციაში შესვლისთვის სამხრეთ ოსეთი უახლოეს მომავალში სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს“.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge