კოვიდვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ინფორმაციას ე.წ. ოპერატიული შტაბბინა ავრცელებს.

მათივე ცნობით, კოვიდმიმღებ სამედიცინო დაწესებულებებში 46 ადამიანი მკურნალობს, აქედან 16 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 53 432 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 50 580, ხოლო გარდაიცვალა 679 ადამიანი.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები