ცხინვალში რეფერენდუმის ჩატარებაზე გაკეთებული განცხადება იზეიმეს
ცხინვალში დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებას საზეიმო აქციით შეხვდნენ.
გვიან ღამით, ქალაქის ქუჩებში რუსეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის დროშებით მანქანების აქცია ჩატარდა.
ანატოლი ბიბილოვმა 30 მარტს თქვა, რომ “იურიდიულ ნაბიჯებს გადადგამს, რათა რესპუბლიკა რუსეთს შეუერთდეს”.
მოგვიანებით, მისმა პრესმდივანმა დააზუსტა, რომ რეფერენდუმი 10 აპრილის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაინიშნება, რომელშიც “მეორე ვადით კენჭს” ბიბილოვიც იყრის.
თუმცა, დინა გასიევას თქმით, რეფერენდუმზე საუბარი “არჩევნებს არ უკავშირდება, უბრალოდ, რესპუბლიკას შესაძლებლობის ფანჯარა გამოუჩნდა”.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge