ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის რეფერენდუმი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩატარდება

ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებული რეფერენდუმი განკარგულების გაცემიდან 2-3 თვეში უნდა ჩატარდეს, თუმცა, უკვე ცნობილია, რომ ეს მოხდება მხოლოდ 10 აპრილის ე.წ.საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

როგორც 30 მარტს დე ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანმა, დინა გასიევამ თქვა, “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის რუსეთის შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი პროცედურა, 10 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დასრულდება”.

ამასთან, მისი თქმით, “ეს მოვლენა და პრეზიდენტის განცხადება არ უკავშირდება არჩევნებს, ის უკავშირდება იმ შესაძლებლობის ფანჯარას, რომელიც სამხრეთ ოსეთს გამოუჩნდა“.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „რეფერენდუმის შესახებ“ ე.წ. კანონში ნათქვამია, რომ “რეფერენდუმის ჩატარების განკარგულებას პრეზიდენტი გასცემს, რომელშიც ის ადგენს რეფერენდუმის ჩატარების თარიღს, ხოლო კენჭისყრა, შეიძლება დაინიშნოს ნებისმიერ უქმე დღეს განკარგულების გამოცემიდან 2-3 თვის ვადაში”.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები