ორი ამერიკელი ქალი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა (ვიდეო)

ინციდენტი მოხდა ჩრდილოეთ ამერიკაში. ორი ქალბატონი სარკინიგზო ხიდზე გადადიოდა, როდესაც მოულოდნელად შენიშნეს მათკენ დიდი სიჩქარით მომავალი მატარებელი. ისინი იძულებულნი იყვნენ, რელსებზე დაწოლილიყვნენ, ლოკომოტივის თვლების სიმაღლე საკმარისი იყო, რომ ისინი უვნებლად გადარჩენილიყვნენ.
აღსანიშნავია, რომ მემანქანემ შორიდანვე შენიშნა ხიდზე მიმავალი ქალები, მაგრამ ასეთი სიჩქარით მიმავალი მატარებლის დამუხრუჭება შეუძლებელი იყო. მემანქანემ გაჩერების შემდეგ პოლიცია გამოიძახა. ამჟამად ორივე ქალბატონის ვინაობა დგინდება.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=nAkKcZh6Q-4″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები