ჯანმო: მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ბოლო ერთ კვირაში 43%-ით გაიზარდა

მსოფლიოში ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსს 45 711 ადამიანი შეეწირა, რაც 14-20 მარტის კვირასთან შედარებით 43%-ით მეტია.

ამასთან, ბოლო ერთ კვირაში ახალი შემთხვევების მაჩვენებელი კიდევ 14%-ით შემცირდა და 10 805 132 ინფიცირებული შეადგინა.

შესაბამის სტატისტიკურ მონაცემს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქვეყნებს.

ინფიცირების მკვეთრი შემცირებაა აღმოსავლეთ ხმელშთაშუა ზღვაში – 32%-ით; აფრიკაში – 29%-ით და დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონში – 24%-ით.

ევროპაში, რომელიც ყველა ინფიცირების 49%-ს შეადგენს, ახალი შემთხვევების რიცხვი მხოლოდ 4%-ით შემცირდა.

რაც შეეხება სიკვდილიანობის მაჩვენებელს, მკვეთრი მატება შეიმჩნევა ამერიკაში 182%-ით და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში – 116%-ით.

ჯანმო-ს დანარჩენს რეგიონებში ის შემცირებულია, განსაკუთრებით – აფრიკაში 30%-ით, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში – 22%-ით და ევროპაში – 17%-ით.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები