ირაკლი კობახიძე: საქართველოში რომ ომი არ დაწყებულა, ეს არის სიფრთხილის შედეგი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღეს რომ საქართველოში ომი არ არის, მთავრობის სიფრთხილის შედეგია.
როგორც მან პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, უკრაინა და საქართველო არ არიან ნატო-ს წევრი ქვეყნები, მათზე მე-5 პუნქტი არ მოქმედებს და ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, კობახიძის თქმით, სამწუხაროდ, პროგნოზირებადი იყო.

„უკრაინა არ არის ნატო-ს წევრი და, შესაბამისად, არ მოქმედებდა მე-5 პუნქტი. სამწუხაროდ, პროგნოზირებადი იყო ის მძიმე შედეგები, რაც მივიღეთ ამ თვალსაზრისით. სამწუხაროდ, ეს პუნქტი არც საქართველოზე მოქმედებს. ეს არის ძალიან სერიოზული გამოწვევა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურ სიფრთხილეს ვიჩენდით, რომ ომი არ დაგვეშვა ჩვენს ქვეყანაში. ეს იყო ჩვენი მთავარი საზრუნავი. ის, რომ საქართველოში ომი არ დაწყებულა,  არის სიფრთხილის შედეგი. საქართველოში იყო კონკრეტული პოლიტიკური ძალა, რომელსაც სურდა საქართველოში სამხედრო ინტერვენცია. არა მხოლოდ სურდა, ყველაფერს აკეთებდნენ ამისთვის. ჩვენ კი საპირისპიროს ვაკეთებდით ამ 1 თვის განმავლობაში და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ომი არ დაგვეშვა“, – განაცხადა კობახიძემ.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები