უკრაინაში ომის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პარლამენტის შენობასთან 145 ფეხსაცმელი მიიტანეს

უკრაინაში ომის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პარლამენტის შენობასთან 145 ფეხსაცმელი მიიტანეს.

აქციის ორგანიზატორები ჟურნალისტები არიან.

“ერთი კვირის წინ, როდესაც ამაზე დავიწყეთ ფიქრი, მაშინ იყო სულ 119 ბავშვი გარდაცვლილი და დღეს, 1 კვირის თავზე, როდესაც აქ ვდგავართ, 145 ბავშვია გარდაცვლილი, შესაბამისად, 145 წყვილი ფეხსაცმელი დევს აქ. ეს ფეხსაცმელები, რომლებიც აქ დავალაგეთ, მგონია, სიმბოლურად აღნიშნავს, რომ ეს ჩვენი ომიც არის”, – აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ეკა ქადაგიშვილი.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები