ირაკლი კობახიძე: არავითარი პოლიტიკური მიზანშეწონილობა იმისა, რომ სააკაშვილი იყოს გარეთ, არ არსებობს

ციხის გარეთ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია ზიანის მოტანა როგორც საქართველოსთვის, ასევე, უკრაინისთვის, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, არავითარი პოლიტიკური მიზანშეწონილობა იმისა, რომ სააკაშვილი იყოს გარეთ, არ არსებობს.

„ჩვენ ვუფრთხილდებით საქართველოს და უკრაინას. სწორედ ესაა დამატებითი არგუმენტი, რატომაც არის სააკაშვილის ციხეში ყოფნა მიზანშეწონილი. ციხის გარეთ მას შეუძლია ზიანის მოტანა როგორც საქართველოსთვის, ასევე, უკრაინისთვის. შესაბამისად, არავითარი პოლიტიკური მიზანშეწონილობა იმისა, რომ სააკაშვილი იყოს გარეთ, არ არსებობს. პირიქით, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ უკრაინას. ისედაც მძიმე მდგომარეობაშია ჩვენი მეგობარი ქვეყანა და რომ კიდევ დამატებით არ დავუმძიმოთ მდგომარეობა, ჯობს, რომ სააკაშვილი იყოს ციხეში“, – განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები