აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ვენდი შერმანი აცხადებს, რომ გლობალურ სასურსათო კრიზისზე პასუხისმგებლობა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს ეკისრება.
ამის შესახებ დიპლომატმა Twitter-ში დაწერა.
“პუტინის ომის შედეგები უკრაინის საზღვრებს სცილდება, და საფრთხეს უქმნის მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებას. არ შეცდეთ: პუტინმა შექმნა ეს სასურსათო კრიზისი. და ის ერთადერთია, ვისაც შეუძლია ამის შეჩერევა”, – დაწერა შერმანმა.
მისი თქმით, ამჟამად რუსეთი შავ ზღვაში 94-მდე გემს ბლოკავს, რომლებიც ხმელთაშუა ზღვაში მიემართებიან მსოფლიო ბაზრის საკვებით მომარაგებისთვის.
“რუსული ძალების საფრთხის გათვალისწინებით, არ არის გასაკვირი, რომ ბევრ გადამზიდველს არ სურს შავ ზღვაში გემების გაგზავნა”, – ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.
სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, შავი ზღვის რეგიონი მზესუმზირის ზეთის მსოფლიო ექსპორტის 75%-ზე, ხორბლის ექსპორტის 30%-ზე და მარცვლეულის ექსპორტის 20%-ზეა პასუხისმგებელი.
“ეს აშკარა ფაქტია. პუტინის ომი ხელს უშლის უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტს. უკრაინის ქალაქებისა და ძირითადი ინფრასტრუქტურის განუწყვეტელი დაბომბვა, არის ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ჰუმანიტარული კრიზისის პირდაპირი მიზეზი”, – თქვა შერმანმა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge