The Times: ჯონსონი უკრაინისთვის შეტევითი იარაღის მიწოდებაზე ფიქრობს

ბრიტანეთის მთავრობაში მიანიშნებენ, რომ, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარების გაყვანის აუცილებლობის გათვალისწინებით, კიევისთვის შეტევითი იარაღის მიწოდება იქნებოდა საჭირო.

ამის შესახებ ბრიტანული The Times მთავრობაში წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის წყაროების ინფორმაციით, პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა 29 მარტს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სურს, უკრაინას “უფრო სასიკვდილო” სამხედრო დახმარება გაუწიოს და დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, მაღალი ალბათობით, შეეცდება – უკრაინას კიდევ უფრო მეტი ტკივილი მიაყენოს.

ამასთან, ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის ხელმძღვანელმა, ადმირალმა სერ ტონი რედეკინმა ბრიფინგზე თქვა, რომ უკრაინაში ომი “უფრო ტრადიციულისკენ” მიდის და უკრაინა შეტევის შეჩერების მცდელობიდან, ტერიტორიის შენარჩუნებასა და ტერიტორიების დაბრუნებაზე გადადის.

მისი თქმით, ბრიტანეთიც უნდა გადავიდეს უკრაინის მხარდაჭერის “ახალ ეტაპზე” და მთავრობა განიხილავს, თუ რა დახმარების გაწევა იქნებოდა შესაძლებელი.

“უკრაინის არმია არა მხოლოდ დიდ ქალაქებს იკავებს, არამედ აიძულებს რუსულ ძალებს უკან დახევას. ამიტომ, მთავრობის მხარდაჭერა შესაბამისად უნდა შეიცვალოს”, – თქვა The Times-ის წყარომ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები