ბრიტანეთი მზადაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი იყოს
დიდი ბრიტანეთი მზადაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი იყოს. ამის შესახებ გაერო-ში დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ბარბარა ვუდვორდმა განაცხადა.
ვუდვორდის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი მზადაა, გააკეთოს ყველაფერი უკრაინაში ომის დასრულებისთვის და შეასრულოს როლი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიწოდებაშიც, თუ კიევიდან შესაბამისი თხოვნა იქნება.
“ჩვენ გვინდა, გავუწიოთ უკრაინას ყველა შესაძლო დახმარება ომის დასრულებისა და რუსეთის ჯარების გაყვანის მიზნით, ჩვენ მოხარულები ვიქნებით, ჩვენი როლი შევასრულოთ ამ კუთხითაც, თუ ამას უკრაინის ხელისუფლება გვთხოვს”, – ამბობს ვუდვორდი.
მსგავსი პოზიცია გამოთქვა ბორის ჯონსონის პრესმდივანმაც. მან არ გამორიცხა, რომ ბრიტანეთმა, თურქეთსა და შეერთებულ შტატებთან ერთად, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორის როლი შეასრულოს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge