CNN: აშშ-ში კიევის გარეუბნიდან რუსული ჯარების გაყვანის დაწყებას აფიქსირებენ

რუსი ოკუპანტები კიევის მახლობლად საბრძოლო აქტივობას ამცირებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, შეერთებულ შტატებში ჯარების გადაადგილებას აფიქსირებენ: ოკუპანტმა დაიწყო კიევის გარეუბნებიდან ჯარის გაყვანა და მათი კონცენტრირება ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში მოპოვებულ პოზიციებზე.

ამასობაში, როგორც აშშ-ის ერთ-ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა თქვა, რუსეთი გადაფარავს ჯარების გაყვანას კიევის საჰაერო და საარტილერიო დაბომბვით. ასევე, მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ რუსეთს ყოველთვის შეუძლია ძალების დაბრუნება, შესაბამისი საბრძოლო პირობების შექმნისთანავე.

ამ ყველაფერში შეერთებულ შტატებში გრძელვადიან ნაბიჯს ხედავენ, რადგან რუსეთი კიევის ჩრდილოეთით ძლიერ წინააღმდეგობას აწყდება.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები