“ენერგოატომი”- ჩერნობილისა და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურებზე ვითარება უარესდება

უკრაინის “ენერგოატომის” ხელმძღვანელის, პეტრო კოტინის განცხადებით, ჩერნობილისა და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურებზე ვითარება უარესდება.

ამის შესახებ მან საინფორმაციო ტელემართონის დროს თქვა.

“სამწუხაროდ, ვითარება როგორც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე, ასევე ენერგოდარში არ იცვლება. მე ვიტყოდი, ის უარესდება როგორც ჩერნობილში, ასევე ზაპორიჟიეში”, – განაცხადა კოტინმა.

მან განმარტა, თუ რატომ ვერ ახერხებენ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებიც ამჟამად უკრაინაში იმყოფებიან, ადგილზე ჩერნობილის და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურების მონახულებას.

„იქ ძალიან საშიში ვითარებაა. და არც უკრაინულ მხარეს და არც საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორიცაა გაერო, არ შეგვიძლია უსაფრთხოების გარანტიები მივცეთ IAEA-ს მაღალი რანგის წარმომადგენლებს”,- თქვა მან.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები