რუსეთი კიევისა და ჩერნიგოვოს მიმართულებით საბრძოლო მოქმედებებს მკვეთრად ამცირებს
რუსეთის არმია კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით საბრძოლო მოქმედებებს მკვეთრად ამცირებს, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ფომინმა, რომელიც რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში დელეგაციის წევრია.
„გამომდინარე იქიდან, რომ ნეიტრალიტეტის, არაბირთვული სახელმწიფოს სტატუსის და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიწოდების შესახებ შეთანხმების მომზადება პრაქტიკულ განზომილებაში გადადის, ორმხრივი ნდობის ამაღლების მიზნით, ასევე, შემდგომი მოლაპარაკებებისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად, თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, რადიკალურად შეამციროს აქტივობა კიევისა და ჩერნიგოვოს მიმართულებით”,- თქვა მან.