მედინსკი: რუსეთი კონფლიქტის დეესკალაციისთვის ორ ნაბიჯს დგამს

სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები დასრულდა. რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ მედინსკიმ მას “კონსტრუქციული” უწოდა.

მისი თქმით, მოსკოვი კონფლიქტის დეესკალაციისთვის ორ ნაბიჯს დგამს და განმარტა, რომ საუბარია სამხედრო და პოლიტიკურ შემადგენლებზე.

“მოლაპარაკებები იყო კონსტრუქციული. უკრაინიდან განსახილველად წინადადებები მივიღეთ. ეს წინადადებები განიხილება უახლოეს მომავალში, ეცნობება პრეზიდენტს და ჩვენი შესაბამისი პასუხი გაეცემა”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები