უკრაინის გენშტაბი: ხარკოვთან ლიკვიდირებულია რუსი სამხედრო მეთაური
უკრაინელებმა ხარკოვთან რუს მოტომსროლელთა მე-200 ბრიგადის მეთაური დენის კურილო მოკლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, განადგურებულია მტრის ტაქტიკური ჯგუფის ორი ბატალიონიც.
”სლობოჟენის მიმართულებით რუსები ავიაციის და არტილერიის გამოყენებას განაგრძობენ, ხარკოვსა და ბარვენკოვოში ოკუპანტს იერიშები ისევ მშვიდობიან მოქალაქეებზე მიაქვს. მტერი იზიუმის ხელში ჩაგდებას ცდილობს. ბრძოლები გრძელდება კამიანსკში, სუხაია კამიანსკასა და ტიხოცკოეში”, – აცხადებენ გენშტაბი.