შაკირა ფეისბუქის ყველაზე პოპულარული მომხმარებელია – რა მისწერა ცუკებერგმა მომღერალს?

პოპულარული კოლუმბიელი მომღერალი  ფეისბუქის ყველაზე პოპულარულ მომხმარებლად მეორედ აღიარეს. შაკირას გვერდზე “ლაიქების” აღნიშვნამ რეკორდულ მაჩვენებელს – 100 მილიონს მიაღწია. მომხდართან დაკავშირებით  მადლიერება მომღერალმა ფეისბუქსაც გამოუცხადა, რომელმაც მისი თქმით, თაყვანისმცემლებთან უფრო დაახლოების საშუალება მისცა. ამ რეკორდული ციფრით მოხიბლული დარჩა თვით მარკ ცუკერბერგიც, რომელმაც შაკირას გვერდზე კომენტარი დაუტოვა – „გილოცავ! საოცარი ციფრია საოცარი ადამიანისთვის!“.
შაკირამ გადაწყვიტა, ამასთან დაკავშირებით მცირე სადღესასწაულო გარემო შეექმნა და თავის გვერდზე განათავსა ვიდეო-რეტროპერსპექტივა, სადაც მისი ცხოვრების ცნობილი და სასიხარულო მომენტები იყო ასახული: საქველმოქმედო მოღვაწეობა, კონცერტები, ფეხმძიმობა და სხვა.
საინტერესოა, რომ შაკირამ უკანასკნელ პერიოდში საკუთარი რეკორდი მკვეთრად გააუმჯობესა. ორი თვის წინ ის პირველად აღიარეს ფეისბუქის ყველაზე პოპულარულ მომხმარებლად, მაშინ მისი გვერდის მომწონებელთა რაოდენობა 86 მილიონი გახლდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები