რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსეთმა უკრაინაში “სპეცოპერაციის” ამოცანების ძირითადი ნაწილი შეასრულა და ახლა ყურადღება დონბასის გათავისუფლებაზე გამახვილდება.
ამის შესახებ თითქმის ერთი თვის განმავლობაში გაუჩინარებულმა მინისტრმა თათბირზე თქვა, – იტყობინება რუსული მედია.
“ოპერაციის პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები შესრულებულია. უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალი მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც საშუალებას გვაძლევს, გავამახვილოთ ჩვენი ძირითადი ყურადღება და ძალისხმევა მივმართოთ მთავარი მიზნის მიღწევაზე – დონბასის განთავისუფლებაზე“, – განაცხადა მან.