შოიგუ: უკრაინისთვის ნატო-ს თვითმფრინავების მიწოდებაზე რუსეთს ადეკვატური პასუხი ექნება

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, უკრაინისთვის ნატო-ს თვითმფრინავების გადაცემის შემთხვევაში, რუსეთი ადეკვატურ პასუხს გასცემს.

ამის შესახებ შოიგუმ თათბირზე თქვა.

“ვაკვირდებით ნატო-ს ცალკეული ქვეყნების ლიდერების განცხადებებს უკრაინისთვის თვითმფრინავებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების სურვილთან დაკავშირებით. ამ გეგმების რეალიზებას ადეკვატურად ვუპასუხებთ”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები