ნიკოლაევში სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობის დაბომბვას მსხვერპლი მოყვა – არიან დაშავებულები

ქალაქ ნიკოლაევის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის დაბომბვას 1 ადამიანი ემსხვერპლა. 18 დაშავებული მაშველებმა შენობის ნანგრევებიდან ამოიყვანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მაშველების სამძებრო-სამშველო სამუშაოებს ადგილზე ამ წუთებშიც განაგრძობენ.

ცნობისთვის, დღეს დილით ნიკოლაევში ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობაზე მიიტანეს. შენობის ცენტრალური სექცია სრულად ჩამოინგრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები