Bild: ევროკავშირის შვიდი ქვეყანა თავის მოქალაქეებს უკრაინაში მოხალისეებად ჩასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს
ევროკავშირის შვიდი ქვეყანა, კერძოდ, გერმანია, ბელგია, საფრანგეთი, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები და ესპანეთი ერთობლივი განცხადებით, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს უკრაინაში მოხალისეებად ჩასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს.
ამის შესახებ Bild-ი წერს.
შესაბამისი მიმართვა ქვეყნების იუსტიციის მინისტრებმა გაავრცელეს.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს, ხელი შევუშალოთ სამხედრო მოქმედებების ადგილებში ადამიანების ჩასვლას”, – თქვა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა, ბრიუსელში კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ.
თებერვლის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაცხადა “საერთაშორისო ლეგიონის” შექმნის შესახებ.
მარტის დასაწყისში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თქვა, რომ უკრაინაში მოხალისეებად ჩასვლის სურვილი უკვე 20 ათასმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ გამოთქვა, ძირითად ევროპის ქვეყნების მოქალაქეებმა.
მანამდე, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თანამოქალაქეებს მოუწოდა, უკრაინაში მოხალისეებად არ ჩავიდნენ.
ამასთან, ჩეხეთის ხელისუფლება არ დააკისრებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ საბრძოლველად ჩავლენ.