უკრაინის შს სამინისტროს მორიგი ჩანაწერი – სტრელკოვი ტერორისტებს მითითებებს აძლევს (აუდიოჩანაწერი)
გავრცელებულ აუდიოჩანაწერში საუბარია რუსეთის ტერიტორიიდან უკრაინელი სეპარატისტების საცეცხლე დახმარებაზე. მასალა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოქვეყნა. ჩანაწერში ერთ-ერთ ტეროტისტთან „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის, რუსეთის მოქალაქის, იგორ გირკინის ( სტრელკოვი) საუბარია ასახული. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დიალოგი ცხადყოფს, ტერორისტების მჭიდრო კავშირს რუსეთის რეგულარულ ძალებთან, რომლებიც უშუალოდ უკრაინის საზღვართან არიან განლაგებული.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=GevvjU5z0Us” width=”560″ height=”315″]