არახამია და მედინცსკი დოლმაბაჰჩეს სასახლეში ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ (ფოტო)
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში დელეგაციების ხელმძღვანელები, ვლადიმირ მედინსკი და დავით არახამია სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში ერთმანეთს პირისპირ ფორმატში შეხვდნენ.
ამის შესახებ უკრაინული დელეგაციის წევრმა, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა.
მისი განცხადებით, დელეგაციების ხელმძღვანელები “მოლაპარაკების პროცესის ფუნდამენტურ დებულებებზე” საუბრობენ.
მოსალოდნელია, რომ გაფართოებულ ფორმატში მოლაპარაკება ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.