ერდოღანი: რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გახანგრძლივება მომგებიანი არავისთვის არ არის

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის გახანგრძლივება მომგებიანი არავისთვის არ არის.

ამის შესახებ მან სტამბოლში, დოლმბახჩეს სასახლეში თქვა, სადაც ამ წუთებში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი იწყება.

“კონფლიქტის გახანგრძლივება მომგებიანი არავისთვის არ არის. ომს გამარჯვებულები არ ჰყავს”, – მიმართა ერდოღანმა დელეგაციების წევრებს.

მისალმების შემდეგ, ერდოღანმა სასახლე დატოვა და ვიზიტით უზბეკეთში გაემგზავრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები