ირაკლი ქადაგიშვილი: სააკაშვილმა დაადასტურა, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ რადიკალური ოპოზიციის საქმიანობა მიმართული იყო დესტრუქციისა და აჯანყებისკენ
სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი საქართველოში შემოპარვისა და 2020 წლის არჩევნების შემდეგ რადიკალური ოპოზიციის საქმიანობა მიმართული იყო დესტრუქციისა და აჯანყებისკენ, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც ექსპრეზიდენტის გუშინდელ მოწოდებას გამოეხმაურა.
„სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი საქართველოში შემოპარვისა და 2020 წლის არჩევნების შემდეგ რადიკალური ოპოზიციის საქმიანობა მიმართული იყო დესტრუქციისა და აჯანყებისკენ. ასევე, მიმართულია იქით, რომ რამენაირად ბოლო დროს უკრაინაში განვითარებული მძიმე მოვლენები საქართველოში გადმოისროლონ. ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ყოვლად მიუღებელია ეს და, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინდელ სასამართლო სხდომაზე, რომელზეც 7 ნოემბრის საქმე განიხილებოდა, ბრალდებულმა სააკაშვილმა მხარდამჭერებს მობილიზაციისკენ, მასშტაბური პროტროტესტებისა და მთავრობის ჩამოგდებისკენ მოუწოდა.