სლავიანსკელი ქირურგი: სიკვდილის წინ ყველა ჯარისკაცი ერთი და იგივე ფრაზას იმეორებს – ისინი დედას უხმობენ

ქირურგი ალექსანდერ ზელენიუკი და მისი თანაშემწე ექიმი-ანესთეზიოლოგი იაროსლავ ლევშენკო დაჭრილ მებრძოლებს პირდაპირ “გაზ-66″- ში მკურნალობენ. ის საოპერაციოდ არის გადაკეთებული და სლავიანსკის ტერიტორიის შუაგულში დგას.  ექიმებს ურთულეს პირობებში უწევთ მუშაობა და ხშირად დაჭრილ სამხედროებს ადგილზე აკერებენ  მოკვეთილ ხელ-ფეხსაც კი.  უკრაინული გამოცემა „ობოზრევატელი”  წერს, რომ  ქირურგი და ანესთეზიოლოგი ჯარისკაცებს უანგაროდ ეხმარებიან, რაც გმირობის ტოლფასია.
„ჩვენ მედროტის საჰაერო-სადესანტო ბრიგადაში ვმსახურობთ. ამ საოპერაციოში მცირე ადგილია. აქ მხოლოდ მე, ანესთეზეოლოგი, სანიტარი და საოპერაციო მაგიდა ეტევა“, – ყვება მედიასთან იაროსლავ ლევშენკო.  მან აღნიშნა, რომ 10-დღიანი სამხედრო  გაწვევა ჯერ კიდევ მარტში მიიღო, თუმცა სლავიანსკში დარჩენის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.
„გადავწყვიტე და დავრჩი, უკვე მეხუთე თვეა აქ ვარ. დღემდე არსად მიმსახურია, 5 წელი სამედიცინო ინსტიტუტში სამხედრო მომზადების კათედრაზე ვსწავლობდი. როცა  უკრაინაში ანტიტერორისტული ოპერაციის ძალებმა დაიწყეს მოქმედება, მოხალისედ ჩავერთე. მიმაჩნია, რომ აქ უფრო სასარგებლო საქმეს ვაკეთებ, ვიდრე სახლში დარჩენით“, – აღნიშნა მედიასთან ქირურგმა.
ზელენიუკის თქმით, სამხედროები  ყველაზე რთულად კიდურების  ჭრილობებს იტანენ.
„როდესაც მე აქ მოვედი, მითხრეს, რომ ექიმებს იარაღს არ მოგვცემდნენ, რადგან, ამას ჟენევის კონვენცია კრძალავს.  თუმცა, ეს სიცრუეა. იყო შემთხვევებიც, როცა დამიზნებითაც კი გვესროდნენ…აქაური სიტუაცია, რომ ვნახე, ჩემი ფულით შევიძინე მაშველი ჟილეტი, მერე მომცეს პოსტოლეტი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიც. საბრძოლო მოქმედებებში არასოდეს მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ თავდაცვისთვის აუცილებელია.  უსაფრთხოების მიზნით, ჩვენს საოპარაციოს  საღებავით წითელ ჯვარიც მივახატეთ“, – ყვება ზელენიუკი.
ის რამდენიმე საინტერესო შემთხვევასაც იხსენებს:
„იყო შემთხვევაც, როდესაც ჩემთან დაჭრილი სეპარატისტი მოვიდა. ის დაახლოებით 60 წლის იყო. მას ცეცხლსასროლი ჭრილობა ზედა კიდურის არეში აღენიშნებოდა.  თავიდან არ გამიმხილა, ვინ იყო, თუმცა  მოგვიანებით  მან პირდაპირ საოპერაციო მაგიდაზე დამიწყო ყვირილი. ამბობდა: ადრე, თუ გვიან, ყველას დაგხოცავთო, თუმცა ყურადღება არ მიმიქცევია, მე ჩემს პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდი…“, – აცხადებს ქირურგი. მისი თქმით,  უკვე არაერთი ჯარისკაცის გადარჩენა შეძლეს, რითიც ამაყია.
ზელენიუკი ოპერაციის დროს გარდაცვლილებსაც იხსენებს. ის ამბობს, რომ მის საოპარაციო მაგიდაზე 12 სამხედრო დაიღუპა. სიკვდილის წინ ყველა მათგანი ერთი და იგივე ფრაზას იმეორებს – ისინი დედას უხმობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები