უკრაინის გენპროკურორი: მარიუპოლში ოკუპანტების დანაშაულებრივი ქმედებები შესაძლოა, გენოციდად კვალიფიცირდეს, პუტინს სურს – გაანადგუროს უკრაინელი ხალხი, როგორც ერი
მარიუპოლში ოკუპანტების დანაშაულები შესაძლოა, გენოციდად კვალიფიცირდეს, – ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ირინა ვენედიქტოვამ განაცხადა.
ინფორმაციას უკრაინული გამოცემა – Unian ავრცელებს.
პროკურორის თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სურს, გაანადგუროს უკრაინა, როგორც სახელმწიფო და უკრაინელი ხალხი, როგორც ერი.
“ის, რაც მარიუპოლში ხდება, აღარ არის ომის დანაშაული. ომს აქვს წესები, მაგრამ აქ არ არის წესები. მე ვუყურებ მას გენოციდის კვალიფიკაციის შესაძლებლობის თვალსაზრისით, როდესაც მთელი ქალაქი მძევლად არის აყვანილი, სადაც ხალხი წყლის გარეშეა. საკვების გარეშე, სითბოს გარეშე. სადაც არ არის გასვლის შესაძლებლობა. სადაც ესვრიან კოლონებს, რომლებიც ცდილობენ ქალაქის დატოვებას”, – თქვა ვენედიქტოვამ.