ოლქის გუბერნატორი: ქალაქი მიკოლაევი ოკუპანტებისგან სრულად გათავისუფლდა

ქალაქი მიკოლაევი ოკუპანტებისგან სრულად გათავისუფლდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი და სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს.

ვიტალი კიმის თქმით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა ქალაქი სრულად გაწმინდეს და ახლა ოლქის გათავისუფლების სპეცოპერაციას ატარებენ.

”ოლქიდან ოკუპანტების  განდევნის შემდეგ, ჰუმანიტარული ტვირთი რეგიონის ყველა ქალაქში ჩავა”, – აღნიშნა გუბერნატორმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები