უკრაინის საპორტო ქალაქი, მარიუპოლი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა და უნდა განხორციელდეს სრულად ევაკუაცია, – ამის შესახებ ქალაქის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა.
მისივე თქმით, 160 ათასამდე ადამიანი ელემენტარული პირობების გარეშეა დარჩენილი.
”ჩვენი შეფასებით, დაახლოებით, 160 ათასი ადამიანი იმყოფება მარიუპოლში, სადაც ცხოვრება შეუძლებელია, რადგან საერთოდ არაფერია: არც წყალი, არც სინათლე, არც გათბობა, არც კომუნიკაცია. ჩვენი მთავარი მისიაა, გავაკეთოთ ის, რაც საჭიროა – ჩვენ გვჭირდება მარიუპოლის სრული ევაკუაცია,” – განაცხადა ბოიჩენკომ.