უკრაინის პროკურატურა: სუმის რაიონში რუსმა ოკუპანტებმა სამხედრო ტექნიკით გადაუარეს ოჯახს – დაწყებულია გამოძიება

სუმის რაიონში რუსმა ოკუპანტებმა სამხედრო ტექნიკით განზრახ გადაუარეს ოჯახს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მომხდარზე მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება ომის კანონების დარღვევაზე (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

” შემთხვევა 27 მარტს, დაახლოებით, 17:15 საათზე, სუმის რაიონის, კონოტოპის რაიონის სოფელ ჩუმაკოვეს მიმდებარედ, ავტომაგისტრალზე მოხდა. საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფით რუსი სამხედრო მოსამსახურე შეგნებულად დაეჯახა საპირისპირო მიმართულებით ფეხით მოსიარულეებს. შედეგად, დაშავდა ოჯახი -15 წლის ბიჭი და მისი დედა, 33 წლის მამაკაცი კი მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. საავადმყოფოში“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები