5 გარდაცვლილი და 170 უგზოუკვლოდ დაკარგული – სტიქია ინდოეთში (ფოტოკოლაჟი)
5 გარდაცვლილი და 170 უგზოუკვლოდ დაკარგული – ინდოეთში მეწყერს ებრძვიან. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სტიქიამ 50-მდე საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შენობების ერთი ნაწილი ჩამოწოლილმა მეწყერმა დაფარა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ბრიგადები და პოლიცია ამ წუთებშიც მუშაობენ. ისინი დაკარგული ადამიანების ძებნის სამუშაოებს ახორციელებენ. სტიქიის ზონიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა. გადაუღებელმა წვიმამ, რომელმაც მეწყრული პროცესების პროვოცირება გამოწვია, საავტომობილო გზებიც დააზიანა, რის გამოც სტიქიის ზონაში ჩასვლა გართულებულია. აღსანიშნავია, რომ შემთხვევა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მოხდა.