კადიროვი მარიუპოლის “ბანდეროველების იატაკქვეშეთისგან გათავისუფლების” ვადებს ასახელებს

ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ “ბანდეროველების” იატაკქვეშეთის დასრულებამდე სულ ცოტა დრო დარჩა.

ამის შესახებ მან Telegram-ზე დაწერა.

“ბანდეროველების იატაკქვეშეთის დასრულებამდე ცოტა დრო დარჩა”, – დაწერა მან.

კადიროვმა ვიდეოკადრები გამოაქვეყნა, სადაც ჩეჩენი მებრძოლები მარიუპოლში იბრძვიან, შემდეგ კი მრავალსართულიანი შენობის სახურავზე ჩეჩნეთის დროშით ადიან.

“რუსი სამხედროები მარიუპოლის თითოეულ სახლს ათავისუფლებენ ნაცისტური ბანდებისგან. ჯარისკაცები მტკიცედ, მკაცრად, სწრაფად მოქმედებენ”, – წერს ის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები