დღეიდან საკონსტიტუციო სასამართლოს დავების წარმოებასთან დაკავშირებით ინიციატივის საკომიტეტო განხილვა იწყება
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დავების წარმოებასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების საკომიტეტო განხილვა დღეიდან იწყება.
დეპუტატები პროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ.
ცვლილების ინიციატორი “ქართული ოცნებაა”. მათი განმარტებით, დღეს მოქმედი კანონით, საკონსტიტუციო სასამართლოში დავის საფუძველი ნორმა საჩივრდება და არა – კონკრეტული ქმედება. მათი თქმით, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის კომპეტენციების გამიჯვნა ელჩების დანიშვნა-არდანიშვნის საკითხზე სწორედ აღნიშნული ცვლილებების შემდეგ გახდება შესაძლებელი.
თავის მხრივ, ოპოზიცია აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივაში პრეზიდენტის დასჯის სურვილს ხედავს.