ოკუპანტებმა მელიტოპოლში უკრაინული ტელე-ინტერნეტ კომუნიკაციები გათიშეს

რუსული ჯარების მიერ ოკუპირებულ მელიტოპოლში შაბათიდან, 26 მარტიდან, უკრაინულმა ტელე-ინტერნეტ კავშირმა მუშაობა შეწყვიტა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„რუსმა კრიმინალებმა გადაწყვიტეს დროებით ოკუპირებული მელიტოპოლის, მთელი რეგიონისა და ბერდიანსკის მოსახლეობა საინფორმაციო ბლოკადაში გადაეყვანათ“, – ავრცელებს მედია.

მელიტოპოლში, 26 მარტს, 16:00 საათიდან უკრაინულმა მობილურმა კავშირმა და ინტერნეტმა მუშაობა შეწყვიტა. მოქალაქეები ამბობენ, რომ ქალაქში რუსი ოპერატორები მუშაობენ. კავშირით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვისაც „Life“ სერვისი აქვთ.

მოსახლეობას შეახსენებს, რომ უკრაინაში მოქმედებს ეროვნული როუმინგი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გადაერთონ მობილურ ოპერატორებს შორის და დარჩნენ კავშირზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები