თინათინ ნიბლოშვილმა თეატრის საერთაშორისო დღე ქართული თეატრის ღვაწლმოსილ ქალბატონებს მიულოცა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელმა თინათინ ნიბლოშვილმა, თეატრის საერთაშორისო დღე ქართული თეატრის ღვაწლმოსილ ქალბატონებს მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, თინათინ ნიბლოშვილმა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელით მადლობის სიგელები გადასცა ქართული კინოსა და თეატრის მსახიობებს თამარ სხირტლაძეს და ქეთევან კიკნაძეს, ოპერის კოსტიუმერს დოდო ბანძელაძეს, რუსთაველის თეატრის სალაროს თანამშრომელს ადა შიხაშვილს. ეს ადამიანები ათეულობით წლებია ქართულ თეატრს ემსახურებიან.

,,ქართულ თეატრს არსებობის დიდი ისტორია და ტრადიცია აქვს. ამ სფეროს ბევრი ნიჭიერი და ერთგული თანამშრომელი ჰყავს. დღევანდელი დღე გვინდოდა თეატრის ღვაწლმოსილი ქალბატონებისთვის მიგველოცა და მათდამი მადლიერება მოკრძალებული ფორმით გამოგვეხატა. ბუნებრივია, თეატრი მხოლოდ მსახიობებისგან არ შედგება, ის მიღწევები, რომელიც ამ სფეროს აქვს, თეატრის თანამშრომელთა ერთობლივი შრომის და თეატრისადმი უდიდესი სიყვარულის შედეგია“, – განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
თეატრის საერთაშორისო დღე თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის კონგრესმა დაადგინა და ის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 1961 წლიდან აღინიშნება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები