დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის პრესსამსახური: უკრაინის არმია ფოსფორის ჭურვებს კვლავ იყენებს

თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სამხედრო შტაბის პრესსამსახურის ინფორმაციით, უკრაინის არმიამ ქალაქ მაკეევკაში კვლავ ჩამოაგდო ფოსფორის ჭურვები. სამხედროების ინფორმაციით, დაბომბილია საცხოვრებელი კორპუსები, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობს.
„ქალაქ მაკეევკაში და მაღაროელთა რაიონში „კრასნაია ზვეზდა” ჩამოგდებულია რამოდენიმე ფოსფორის ჭურვი”,- აცხადებენ სამხედრო შტაბში.
ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, უკრაინის საჰაერო-სამხედრო ძალების ავიალაინერები სისტემატურად აწარმოებენ აღნიშნული რაიონის საჰაერო დაბომბვას. ბოლო ავიაშეტევის დროს ცეცხლი გაუჩნდა მილსადენების დამამზადებელ ქარხანას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები