მსოფლიო პროტესტი უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ – ადამიანები ომის შეწყვეტას ითხოვენ

მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა უკვე 32 დღე გავიდა. დაიღუპა უამრავი ადამიანი, ზოგი შიმშილის ზღვარზეა. რამდენიმე ქალაქში სრული ჰუმანიტარული კატასტროფაა. მარიუპოლი უკვე ორ კვირაზე მეტია რაც ელექტროენერგიის, კავშირგაბმულობის, ბუნებრივი აირის და წყლის გარეშე რჩება. დედაქალაქის მოსახლეობა იძულებული გახდა საცხოვრებლად მეტროში გადასულიყო, ისინი ღამეს იქ ათევენ.

განადგურებულია შენობა-ნაგებობები, საცხოვრებელი სახლები და სტრატეგიული დანიშნულების ინფრასტრუქტურა. უკრაინის მოსახლეობის ნახევარი ლტოლვილი გახდა, დანარჩენები კი იძულებით გადაადგილდებიან საკუთარ ქვეყანაში. რუსული აგრესიის შედეგად ქვეყანაში 136-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაშავდა. რუსეთის შეჭრის პირველივე დღიდან უკრაინას მხარი მთელმა მსოფლიომ დაუჭირა. დღემდე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში უკრაინაში ომის და რუსული აგრესიის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციები იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები